четверг, 27 июня 2019 г.

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში


ს.ს.ი.პ   ქ.დმანისის N1  საჯარო  სკოლის მათემატიკის მასწავლების- ლაურა მუსხელიშვილის

პრაქტიკული კვლევის-„ ტექსტური ამოცანების პირობის გაგება-გააზრებისა და ამოხსნის ხარისხის გაუმჯობესება“. ( V კლასი)    ანგარიში.

                                                                       



                        2019 წელი.









        სარჩევი
თავი 1.
საკვლევი საკითხის მიმოხილვა,   კვლევის მიზნები და                              ამოცანები .
1.1.      შესავალი---------------------------------------------------------4
1.2.      მოკლე ინფორმაცია სკოლის / კლასის შესახებ--------------5
1.3.      პრობლემა და საკვლევი საკითხის აქტუალობა-------------6
1.4.      პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები-------------6             
1.5.      კვლევის მიზანი და ამოცანები--------------------------------7
      თავი  2.
ლიტერატურის მიმოხილვა-----------------------------------------8
        თავი  3.
3.1.პრაქტიკული კვლევის არსი------------------------------------15
3.2.ძირითადი საკვლევი კითხვები/ ქვეკითხვები---------------17
          თავი  4.
       კვლევის დიზაინი
4.1.  კვლევის სამიზნე ჯგუფი------------------------------------17
4.2. კვლევის მეთოდები------------------------------------------18
4.3.კვლევის  ვადები----------------------------------------------20
  
     თავი   5.
კვლევის შედეგები
5.1.მონაცემთა ანალიზი---------------------------------------25
5.2. კვლევის მიგნებები---------------------------------------28
5.3.ინტერვენციები--------------------------------------------28
5.4.  განხორციელებული ცვლილებები--------------------29
         თავი   6.
6.1 .ინტერვენციების შეფასების მეთოდები----------------30
6.2. ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი--------30
6.3.   რეკომენდაციები-----------------------------------------36
6.4. კვლევის ნაკლოვანებები---------------------------------37
6.5. რეფლექსია------------------------------------------------38
6.6. ბიბლიოგრაფია--------------------------------------------41
        დანართები
დანართი 1 --------------------------------------------------43
დანართი 2---------------------------------------------------43
დანართი 3 --------------------------------------------------45
დანართი 4 --------------------------------------------------45

 თავი I

საკვლევი საკითხის მიმოხილვა, კვლევის მიზნები და ამოცანები.
                    1.1.          შესავალი.           
            წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ს.ს.ი.პ ქ.დმანისის N 1 საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგის, ლაურა მუსხელიშვილის მიერ სკოლაში განხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშს. კვლევის მიზანია დაწყებით საფეხურის,კერძოდ Vკლასის მოსწავლეებში ტექსტური ამოცანების პირობის გაგება-გააზრების  სირთულის მიზეზების დადგენა და მათგან გამოწვეული პრობლემის გადაჭრის გზების დასახვა.
           პრაქტიკული კვლევის განხორციელება დაიგეგმა იმის გამო, რომ ჩემმა მრავალწლიანმა გამოცდილებამ დამანახა, რომ ჩვენი სკოლის დაწყებითი საფეხურის მსწავლეთა არც თუ ისე მცირე ნაწილს უჭირს ტექსტური ამოცანების პირობის გაგება-გააზრება, რის გამოც ხშირად ხდება, რომ მოსწავლეები ამოცანის ამოხსნისას მიდიან მცდარ პასუხამდე.ასევე სხვადასხვა სკოლების პედაგოგებთან  საუბრისას გაირკვა რომ მათ სკოლებშიც  არის ასეთივე პრობლემა და მათაც აღნიშნეს, რომ ეს საკითხი ნამდვილად  საყურადღებოა.
           ნაშრომში მოცემულია საკვლევი თემა, ინფორმაცია სკოლის შესახებ,საკვლევი საკითხის   მიზანი და ამოცანები, ლიტერატურის მიმოხილვა, სამიზნე ჯგუფები,კვლევის ვადები, კვლევის მეთოდები, განხორციელებული ინტერვენციების განხილვა-ანალიზი,კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგების ანალიზი, დასკვნა, შენიშვნები, ასევე
დართული აქვს დანართები, რომლებიც გამოყენებულ იქნა კვლევის                                                                              
განხორციელების პროცესში და კვლევის კოლეგებისთვის  გაზიარების რეფლექსია.
         კვლევაში მონაწილეობდნენ:Vკლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და ამ კლასში შემსვლელი მასწავლებლები, რისთვისაც მადლობა მინდა მათ გადავუხადო.არ შემიძლია, მადლიერებით არ მოვიხსენო ჩვენი სკოლის დირექტორი, ქალბატონი ინგა აბულაძე დიდი მხარდაჭერისთვის, ასევე ჩემი სხვა კოლეგები, რომლებიც დიდი ინტერესით ადევნებდნენ კვლევის პროცესს და თანადგომას მიცხადებდნენ.          
         კვლევა განვახორციელე 2019 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით. ივნისის დასაწყისში გავაცანი კოლეგებს,რომელთათვისაც საინტერესო აღმოჩნდა, რამდენადაც კვლევის საკითხი მათთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ვუპასუხე მათ შეკითხვებს  და მოვისმინე მათი უკუკავშირი.
     1 .2      მოკლე  ინფორმაცია სკოლის, კლასის შესახებ.
         ს.ს.ი.პ  ქ.დმანისის N 1 საჯარო სკოლაში სწავლობს 255მოსწავლე, მათ განათლებას ემსახურება 28 პედაგოგი, რომელთაგან 13-ს აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი.სკოლაში არის კომპიუტერული კლასი, მომავლის კლასი, 2 რესურს ოთახი,მათ  შორის ერთი ს.ს.ს.მ მოსწავლეებისთვის, არის ბიბლიოთეკა, სპორტდარბაზი და სამედიცინო კაბინეტი.სკოლაში არის ექიმი, ფსიქოლოგი და სპეც.მასწავლებელი.
           ამჟამად სკოლისV კლასში არის 17 მოსწავლე, მათ შორის 2 ს.ს.ს.მ და 3 ეთნიკური აზერბაიჯანელი, რომლებიც კარგად არ ფლობენ სახელმწიფო ენას.კლასი არის საშუალო აკადემიური მოსწრების.
    
                 
      1.3.      პრობლემა და საკვლევი საკითხის აქტუალობა.

                                                                                                                                              ეროვნული      სასწავლო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია მოსწავლეებში სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება.ამ უნარის განვითარებას ხელს უწყობს მათემატიკის საგნის სწავლებაც. პედაგოგი  მოსწავლეებისთვის ტექსტური ამოცანების შეთავაზებისას კლასში მრავალ ხერხსა და მეთოდს იყენებს, რათა მათ იოლად აღიქვან მოცემული დავალება, დასახონ მისი გადაჭრის გზები, თუმცა ყოველთვის ვერ აღწევს სასურველ შედეგს. თუ საკითხი მოსწავლისთვის გაუგებარია და ვერ ხერხდება პრობლემის, დავალების გაგება-გააზრება, შესაბამისად, ის ვერ ახერხებს ამოცანის ამოხსნასაც.მიუხედავად იმისა,რომ მოსწავლეებმა კარგად იციან არითმეტიკულ მოქმედებათა შესრულების წესი და თანმიმდევრობა, რომლებიც საჭიროა ამოცანების ამოხსნისთვის, მაინც უჭირთ ტექსტიანი ამოცანების ამოხსნა. ეს განსაკუთრებით იკვეთება დაწყებით საფეხურზე.სხვადასხვა სკოლების მათემატიკის პედაგოგებთან გამართულ სამუშაო შეხვედრებზეც გაირკვა, რომ ეს პრობლემა  ყველა მათგანს აწუხებდა და ნამდვილად წარმოადგენდა საკვლევ საკითხს.   სწორედ ამიტომ,საკუთარი და კოლეგების გამოცდილების გათვალისწინებით, ჩავთვალე, რომ  პრობლემა მეტად აქტუალურია და გადავწყვიტე ამ საკითხზე კვლევის განხორციელება.
            
               
1.     4.    პრობლემის გამომწვევი სავარაუდო  მიზეზები.
         ინტერვენციების დაგეგმვამდე საჭირო იყო  პრობლემის გამომწვევი  სავარაუდო მიზეზების დადგენა.Vკლასის მოსწავლეთა მშობლებისა და ამ  კლასში შემსვლელი მასწავლებლების გამოკითხვის,  ასევე ჩატარებული ფოკუსჯგუფისა და სადიაგნოსტიკო ტესტირების შედეგებზე დაყრდნობით გამოვთქვი ვარაუდი, რომ ამოცანის პირობის არასრულყოფილად  გაგება-გააზრების პრობლემას იწვევს შემდეგი მიზეზები:
·       მოსწავლეები მათემატიკურ ამოცანებში ყურადღებას ამახვილებენ რიცხვით მონაცემებზე და პირობის ბოლომდე გააზრების  გარეშე ასახელებენ შესასრულებელ მათემატიკურ  მოქმედებებს: მივუმატოთ, გავამრავლოთ,  გამოვაკლოთ და ა.შ.. მოქმედებებს არ უსადაგებენ პირობის შინაარსს.

·       მოსწავლეებს უჭირთ დიდი მოცულობის ტექსტის გააზრება, რაც ხელს უშლით, ამოცანის პირობიდან გამოკვეთონ  მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაცია.

·       მოსწავლეები ვერ ახერხებენ ტექსტის სიღრმისეულ გააზრებას,რის გამოც ნაკლებად იყენებენ  ამოცანის პირობის წარმოდგენას სქემის, ნახაზის სახით, რაც გაუადვილებდათ ამოცანის ამოხსნას.

    1.5.      კვლევის მიზანი და ამოცანები.
     
         კვლევის მიზანია დავადგინო ის მიზეზები,  თუ რატომ უჭირთ მე-5 კლასის (და ზოგადად, დაწყებითი საფეხურის ) მოსწავლეებს ტექსტიანი ამოცანების პირობის გაგება-გააზრება და, შესაბამისად,ამოხსნა; გამოვიკვლიო, რა მეთოდები გამოიყენება ამისთვის,რომელი აქტივობებით ხდება არსებული პრობლემის დაძლევა გაკვეთილზე;   მნიშვნელოვანია, კვლევის ფარგლებში გავაანალიზო, თუ როგორ შევუწყო ხელი მოსწავლეებში ტექსტური ამოცანების პირობის გაგება-გააზრებისა და სწორი ამოხსნის უნარის განვითარებას.   
          ჩემი მიზანია,ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით დავსახო და განვახორციელო  ინტერვენციები, შევაფასო თითოეული ინტერვენციის შედეგი,კვლევის შედეგები გავუზიარო პედაგოგებს.
კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, დავისახე კვლევის ამოცანები:
1.ფოკუსჯგუფის ორგანიზება, სადაც ჩართულნი იქნებიან  V კლასის     მოსწავლეები და ამ კლასში შემსვლელი  მასწავლებლები;
 2.კითხვარის შედგენა მოსწავლეებისთვის და მათ მიერ მისი შევსება.                                                 
 3.ანკეტის შედგენა მშობლებისთვის და მათ მიერ ანკეტის შევსება. 
  4.  სადიაგნოსტიკო ტესტების შედგენა და ტესტირების   ჩატარება.
 5.ლიტერატურის შესწავლა და მისი ანალიზი.
6.საკვლევი პრობლემის გამომწვევი ფაქტორების ანალიზი და რეკომენდაციების გაზიარება.    

თავი   II
                  2.1      ლიტერატურის მიმოხილვა.
                          . 
          კვლევის დაწყებამდე   გავეცანი  საჭირო ლიტერატურას კვლევისა და საკვლევი თემის შესახებ.
         ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება. რთული სააზროვნო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება გულისხმობს მოსწავლეებში კრიტიკული, შემოქმედებითი და რეფლექსიური აზროვნების  განვითარებას. აზროვნების ამოქმედების დროს მოსწავლე ნასწავლ მასალას კი არ იზეპირებს,არამედ იაზრებს,რაც ხდის მას უფრო გამჭრიახსა და მისი აქტიურობა სასწავლო  პროცესში იზრდება. სწორედ  გააზრება,გაგება და გამჭრიახობა განაპირობებს  მათემატიკური ამოცანების სწორ ამოხსნას.
          საინტერესო და ყურადსაღებია განათლების სპეციალისტის დევიდ პერკინსის მოსაზრებები განათლების მთავარ მიზნებთან დაკავშირებით. მისი აზრით, განათლების მთავარი მიზანი უნდა იყოს მიღებული ცოდნის შენარჩუნება,მისი კარგად გაგება-გააზრება  და ცოდნის აქტიური გამოყენება.განათლების მეცნიერბაში  მიღებულია აზრი,რომ მოსწავლეები ჯერ იღებენ ცოდნას, შემდეგ კი იწყებენ ფიქრს , ხოლო პერკინსის აზრით, მოსწავლეები მაშინ იძენენ ცოდნას, როცა სწავლების პროცესში ხდება მისი გააზრება.მაშასადამე, „აზროვნება კი არ მოსდევს ცოდნას, ცოდნა მოსდევს აზროვნებას.“აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ მოსწავლეების  აზროვნების განვითარებაზე, რაც თავისთავად გაგება-გააზრებას ემყარება. იგივე პერკინსის აზრით, „რაც უფრო მეტი იციან მოსწავლეებმა ფიქრისა და სწავლის შესახებ,ანუ რაც უფრო მაღალია მათი მეტაკოგნიტური ცნობიერება, მით უფრო ეფექტურად სწავლობენ ისინი და უფრო მალე აღწევენ შედეგს.“
             პერკინსის   „თეორია  ერთის“ საკლასო ოთახში გამოყენება გულისხმობს მასწავლებლის მიერ მოსწავლისთვის ნათელი ინფორმაციისა და შესაბამისი უკუკავშირის მიწოდებას, გააზრებული პრაქტიკის შეთავაზებას, რაც აღძრავს მოსწავლის შინაგან მოტივაციას.ნათელი ინსტრუქცია გულისხმობს იმას, თუ „რა“,  „როგორ“ და „როდის“ უნდა გაკეთდეს. ამ შემთხვევაში მასწავლებელი თვალყურს ადევნებს, რამდენად კარგად გაიგეს მოსწავლეებმა მიწოდებული ინფორმაცია.მათი შეცდომების ანალიზის საფუძველზე მასწავლებელი ცდილობს იპოვოს ის გზები,რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება უკეთ გაიგონ მოცემული საკითხი.
              კოგნიტური თეორიის ფუძემდებელი ჟან პიაჟე გვირჩევს: ყურადღება გაამახვილეთ მოსწავლეთა აზროვნების პროცესებზე და  არა შედეგებზე.მასწავლებელმა მხოლოდ მოსწავლეთა პასუხები კი არ უნდა შეამოწმოს,არამედ უნდა იცოდეს თუ რა გონებრივი პროცესები გამოიყენეს ბავშვებმა ამ პასუხების მისაღებად. სასწავლო პროცესი მაშინ არის ეფექტური, როცა ის ემყარება ბავშვთა არსებული კოგნიტური განვითარების დონეს.მასწავლებლებს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ შესაფერისი სასწავლო სიტუაციები  და გამოცდილებები შეუქმნან ბავშვებს, როცა ესმით, თუ რა მეთოდებს იყენებენ ბავშვები კონკრეტული დასკვნების გამოსატანად. („სწავლებისა და განვითარების თეორიები“)
               როდესაც მასწავლებელი მოსწავლის მიერ ამოხსნილ ამოცანას ამოწმებს, მისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს  ამოხსნის გზა და არა პასუხი, უნდა გაარკვიოს  მოსწავლემ კარგად  გაიგო და გაიაზრა ამოცანის პირობა თუ  შემთხვევითი მოქმედებებით, გაუაზრებლად  მივიდა შედეგამდე?
           ინტერნეტგაზეთ  „მასწავლებელის’’ საშუალებით გავეცანი  ანა ჯანელიძის საყურადღებო სტატიას  „მათემატიკური უნარები და სწავლისადმი განსხვავებული მიდგომების შეფასება.“, საიდანაც კვლევისთვის საჭირო ბევრი სასარგებლო  ინფორმაცია მივიღე.
           მათემატიკური ცნებების ათვისების პროცესში ბავშვის შესაძლებლობის შეფასებისას, გასათვალისწინებელია შემდეგი საკითხები:
·        მზაობა, განვითარება მოცემულ საფეხურზე კონკრეტული მათემატიკური ცნებების გასაგებად;
·        მოდელები მათემატიკური ცნებებისთვის;
·        ამოცანის ამოხსნის სტრატეგიები (სწორხაზოვანი,  ნაბიჯ-ნაბიჯ ანალიზი, მთლიანი ანალიზი, ინფორმაციის ორგანიზებისა და ინტეგრირების უნარი);
·        მეხსიერება ( არითმეტიკული წესების გახსენება,ამოხსნისთვის საჭირო ნაბიჯების გახსენება, ვიზუალური მეხსიერება, მათემატიკური მონაცემების დამახსოვრება, სმენითი მეხსიერება);
·        სამეტყველო უნარები (პირობის გაგებისა და ამოხსნის ჩამოყალიბების უნარი);
·        შედეგების წარდგენის უნარი;
·        სხვა ქცევითი მახასიათებლები ( ყურადღების კონცენტრირება, თვითშეფასება და საკუთარი თავის რწმენა მათემატიკის სფეროში).
             მათემატიკური ამოცანის გაგება შესაძლებელია კონკრეტული, ხატოვანი ან სიმბოლური მოდელების საშუალებით.ზოგიერთ მოსწავლეს ამოცანის გადაჭრა ნივთების მანიპულირების გზით უადვილდება, სხვები დავალებას უკეთ ართმევენ თავს, თუ ვიზუალურ მინიშნებებს იყენებენ, დანარჩენებს კი აბსტრაქტული თუ სიმბოლური ნიშნების საშუალებით უადვილდებათ ამოცანების გაგება და ამოხსნა. განათლების სპეციალისტთა აზრით, საჭიროა მასწავლებელი სამივე მოდელს იყენებდეს.
               მოსწავლე მათემატიკური ამოცანის ამოხსნისას  ძირითადად  ორი კატეგორიის სტრატეგიას იყენებს: ლოგიკური, ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედებები და მთლიანობითი-ე.წ. გეშტალტ მოქმედებები. ზოგი მათგანი ხაზოვნად და თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ  მიდის პასუხამდე, ისე, რომ ამოხსნის პროცესში,  შესაძლოა, საბოლოო მიზანს ნაკლები ყურადღება მიაქციოს, სხვები კი ყურადღებას ამახვილებენ მთლიან ამოცანასა და მის მიზანზე, რის გამოც, შესაძლოა, გამორჩეთ გასათვალისწინებელი დეტალები და მცდარ პასუხამდე მივიდნენ.  მათემატიკის სწავლისთვის მოსწავლეს ორივე სტრატეგიის გამოყენების უნარი სჭირდება. ძირითადად, ჩვენი მოსწავლეები მეორე სტრატეგიას იყენებენ, ცდილობენ რომელიმე მოქმედებების კომბინაციით მივიდნენ სწორ პასუხამდე, რომელიც სახელმძვანელოებს ახლავს. მათთვის მთავარია შედეგი და არა შედეგამდე მისასვლელი გზა.
                სტრატეგიების შეფასებისას გასათვალისწინებელია ამოცანის ელემენტების ორგანიზებისა და მათი ადეკვატური ინტეგრირების უნარიც. ზოგიერთ მოსწავლეს კარგად ესმის ამოცანის დეტალების მნიშვნელობა, თუმცა უჭირს მათი ერთმანეთთან დაკავშირება. როდესაც ამოცანის ამოხსნა მრავალსაფეხურიან მოქმედებებს გულისხმობს,ზოგჯერ აღნიშნულ პრობლემას ის მოსწავლეებიც აწყდებიან, რომლებსაც ინფორმაციის ორგანიზების უნარი კარგად აქვთ განვითარებული.
                    ნილს ჰენრიკ აბელი ბრძანებდა „ყოველ ამოცანას ისეთი სახე უნდ მიეცეს, რომ მისი ამოხსნა შეიძლებოდეს“, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ მასწავლებელმა მოსწვლეს ამოცანა უნდა მიაწოდოს მარტივი, მისთვის ადვილად გასაგები და გასააზრებელი ფორმით, რაც  ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა გაგება-გააზრების უნარის  განვითარებისთვის.
                   ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის http://ncp.ge/ge/curriculum/satesto-seqtsia/akhali-sastsavlo-gegmebi-2018-2024/datskebiti-safekhuri-i-vi-klasebi-damtkitsda-2016-tselshttps://www http://ncp.ge/files/ESG/2016-2021/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%20-%20%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98.pdf მიხედვით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეს უნდა შეეძლოს რიცხვვითი გამოსახულების აღწერა სიტყვიერად გადმოცემული რაოდენობრივი დამოკიდებულებების მიხედვით.ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს რაოდენობებს შორის მითითებების გამომხატავი  გამონათქვამების მათემატიკურად ჩაწერას. ამ სახის გამონათქვამებს მიეკუთვნება : „-ით მეტი“,  „-ით  ნაკლები “, „-ჯერ მეტი“,  „-ჯერ ნაკლები“, „ორივეს“, „ერთად“,  და ა.შ. ამ სახის ტერმინოლოგიისა და   გამონათქვამების მათემატიკურად ჩაწერის უნარის განვითარებას უწყობს ხელს ტექსტური ამოცანები,რომლებშიც  გამოიყენება ეს ტერმინოლოგია. თუ მოსწავლე ვერ უკავშირებს ამ ტერმინოლოგიას მათემატიკურ  მოქმედებას, რა თქმა უნდა, მას ამოცანის ამოხსნაში ხარვეზები ექნება.
              გავეცანი ეკატერინე კორძაძის  ნაშრომს  „მათემატიკური  წიგნიერება-მასწავლებლის სახელმძღვანელო.“,რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს  მათემატიკური განათლების  ძირითად მიზნებსა და ამოცანებს, რომელთაგან უმთავრესია მოსწავლეებისათვის აზროვნების, მსჯელობის,  შეხედულებათა დასაბუთების, მოვლენებისა და ფაქტების ანალიზის უნარის განვითარებას.
             მათემატიკური წიგნიერების კურსი ხელს უწყობს ისეთი  ზოგადი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, როგორიცაა:
·        ინფორმაციის გადმოცემისას საკითხის არსის წარმოჩენა;
·        ინფორმაციის გადმოცემისას მათემატიკური ტერმინებისა და აღნიშვნების სწორად და ეფექტიანად გამოყენება;
·        ამოცანის შინაარსის აღქმა და პრობლემის ფორმულირება;
·        ამოცანის მონაცემებისა და საძიებელი სიდიდეების  ერთმანეთისგან  გამიჯნვა;
·        მონაცემების ორგანიზება დაა წარმოდგენა;
·        კომპლექსური პრობლემების  საფეხურებად, მარტივ ამოცანებად დაყოფა და ეტაპობრივად გადაჭრა.

                  მათემატიკური წიგნიერების  სტანდარტის  მიხედვით, მასწავლებელმა მოსწავლეზე  ყოველდღიური დაკვირვების შედეგად უნდა დაადგინოს : აღიქვამს თუ არა მოსწავლე ამოცანის შინაარსს, შეუძლია თუ არა ას საძიებელი  სიდიდეებისა და მონაცემების გამიჯნვა; ახერხებს თუ არა მონაცემების ორგანიზებას და წარმოდგენას; სწორად იყენებს თუ არა მათემატიკურ ტერმინებსა და  აღნიშნვებს;შეუძლია თუ არა კომპლესური დავალების დაყოფა საფეხურებად-მარტივ  ამოცანებად; შეუძლია თუ არა ძირითადი მათემატიკური პროცედურების გამოყენება (მაგალითად, არითმეტიკული მოქმედებების შესრულება).
            ასევე გავეცანი  საქართველოს დაწყებითი განათლების  პროექტის- G-PRIED-ის  სახელმძღვანელოს-„სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსების კრებული მათემატიკის სწავლებისთვის  I-VI კლასებში “ , რომელიც მართლაც კარგი რესურსი იყო სადიაგნოსტიკო  და ინტერვენციების შემდგომი ტესტების შესადგენად.
გავეცანი  ჟურნალ „მასწავლებელი“-ის  სხვადსხვა ნომრებს,                 ასევე, იმისათვის რომ კვლევა წარმატებით განმეხორციელებინა, დავამუშავე ლიტერატურა  კვლევის, მისი მეთოდებისა და განხორციელების გზების შესახებ. კერძოდ, ლ. წულაძის „რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში“, [11}რომელიც გვაწვდის ინფორმაციას რაოდენობრივი კვლევის  მეთოდებისა და მის განმასხვავებელ ნიშნებზე  თვისობრივ კვლევასთან შედარებით.        
  თვისობრივი კვლევისა და მისი მეთოდების   გაცნობაში დამეხმარა   თ.ზურაბიშვილის   „თვისობრივი მეთოდები სოციალურ კვლევებში.“  {12}
     თავი  III.


  3.1.     პრაქტიკული კვლევის არსი.
          ტერმინი „პრაქტიკის კვლევა“ ეკუთვნის ამერიკელ                   სოციოფსიქოლოგს კურტ ლევინს, რომელმაც XX საუკუნის 40-იან წლებში ჩაუყარა საფუძველი პრაქტიკის კვლევას, როგორც კვლევის მეთოდს. თავად კურტ ლევინი პრაქტიკის კვლევას უწოდებდა „ უფრო ზუსტ მეთოდს სოციალური  ცვლილებებისთვის.“
           იმისათვის, რომ პრაქტიკული კვლევის ჩატარება შევძლოთ, კარგად უნდა გავიაზროთ მისი დანიშნულება საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში და დავინახოთ ის ნიუანსები,რომლებიც მას ტრადიციული კვლევისგან განასხვავებს.
          პრაქტიკის კვლევა უშუალოდ პრობლემის ეპიცენტრში ხორციელდება, მისი მონაწილეები უწყვეტ ციკლურ პროცესში იყენებენ უკუკავშირს,მომენტალურად ხედავენ და აფასებენ მათ მიერ დაგეგმილი ინტერვენციების შედეგებს, რაც დადებითად აისახება მათი ქმედებების ხარისხის გაუმჯობესებაზე.  პრაქტიკის კვლევა სისტემურად უდგება პრობლემას, მასში გაერთიანებულიაპრაქტიკის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მიდგომები და რეფლექსია.  ( ჟურნალი „მასწავლებელი“-პრაქტიკული კვლევა სკოლაში-ზოგადი მიმოხილვა.)
          მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის  ერთ-ერთი მოთხოვნაა, მასწავლებელი ფლობდეს პრაქტიკული კვლევის კომპეტენციას.მასწავლებელმა  უნდა შეძლოს დამოუკიდებლად განსაზღვროს საკვლევი თემა, ჩაატაროს კვლევა, დაამუშაოს ინორმაცია, გააკეთოს ანალიზი და კვლევის შედეგები გამოიყენოს საკუთარი და კოლეგების პედაგოგიური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. ( პროფესიული განვითარება, მუხლი 139.2.)
            „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის გზამკვლევის“  მიხედვით უფროსი მასწავლებლისთვის წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად  ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობაა  საკუთარი პედაგოგიურ პრაქტიკაში იდენტიფიცირებული საჭიროებების საფუძველზე კვლევის განხორციელება. კვლევა უნდა იყოს მასწავლებლის  ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი. ზემოაღნიშნულ  „გზამკვლევში“  ვკითხულობთ: პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა  არის პედაგოგების, დირექტორების,სასკოლო საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მიერ  ჩატარებული ნებისმიერი სახის მეთოდური გამოკვლევა კონკრეტული მასწავლებლის, სკოლის საქმიანობის, სწავლა-სწავლებისა და  მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების  შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და გაუმჯობესების მიზნით.
           როგორც მოქმედ პედაგოგთა აბსოლუტური უმრავლესობა, მეც ვარ ჩართული  კარიერული წინსვლის სქემაში, ვიზიარებ და ვაღიარებ უფროსი მასწავლებლისთვის წაყენებულ მოთხოვნებს. 
 ვაცნობიერებ, რომ კვლევა დამეხმარება პროფესიული პრაქტიკის გაუმჯობესებაში,ამავდროულად დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა აკადემიური და სხვა უნარ-ჩვევების განვითარებაზე.ამიტომ გადავწყვიტე კვლევის ჩატარება, მით უმეტეს, რომ საკვლევი საკითხი ყოველთვის იყო ჩემი და ჩე,მი კოლეგების  მსჯელობის საგანი. სამიზნე ჯგუფად ავირჩიე ჩემი სადამრიგებლო -V კლასი.

    

   3.2     ძირითადი საკვლევი კითხვა / ქვეკითხვები.

კვლევის მიზნიდან გამომდინარე ჩამოვაყალიბე ძირითადი საკვლევი კითხვა: როგორ  დავეხმარო მოსწავლეებს ტექსტური ამოცანის პირობის გაგება-გააზრების უნარის განვითარებაში?
ასევე პასუხის გაცემას მოითხოვს შემდეგი ქვეკითხვები:
·        რა  მიზეზები განაპირობებს ამოცანის პირობის გაგება-გააზრების დაბალ კომპეტენციას მოსწავლეებში?
·        რამდენადაა დამოკიდებული ამოცანის ამოხსნის ხარისხი   პირობის გაგება-გააზრებაზე?
·        როგორ იყენებს, ავლენს მოსწავლე გაგება-გააზრების უნარს სხვა საგნებში?
           

    თავი  IV.

კვლევის დიზაინი.
             4.1       კვლევის სამიზნე ჯგუფი.
                   
             საკვლევი საკითხის ჩამოყალიბებისთანავე  განვსაზღვრე სამიზნე ჯგუფი:
1.     .დმანისის N 1 საჯარო სკოლის  V კლასის მოსწავლეები -17 მოსწავლე.
2.     V მოსწავლეების მშობლები,
3.      Vკლასში შემსვლელი სხვადასხვა საგნის მასწავლებლები.

4.2.   კვლევის მეთოდები.
       კვლევის ვალიდურობის, სანდოობის ხარისხის გაზრდის მიზნით მონაცემების შესაგროვებლად გამოვიყენე  კვლევის როგორც თვისობრივი, ასევე რაოდენობრივი მეთოდები:  აღწერითი დაკვირვება, ფოკუს-ჯგუფი მოსწავლეებიისა და მასწავლებლებისთვის, მოსწავლეთა და მათი მშობლების ანკეტირება, სადიაგნოსტიკო და ინტერვენციების შემდგომი ტესტირება.
        კვლევის საწყის ეტაპზე, 10 დღის განმავლობაში კლასში  მუშაობისას, გაკვეთილზე ვაწარმოებდი მოსწავლეებზე აღწერით დაკვირვებას,  რათა დამედგინა,  რამდენად უჭირდათ მოსწავლეებს ტექსტური ამოცანების ამოხსნა. დაკვირვების შედეგები შემქონდა ცხრილში.
        იმისათვის,  რომ დამედგინა  მოსწავლეთადამოკიდებულება 
საკვლევი საითხის მიმართ, მათან ჩავატარე ფოკუს-
ჯგუფი.ფოკუს-ჯგუფის მიზანი იყო, გამეგო,რატომ უჭირთ
მოსწავლეებს  ტექსტიანი ამოცანების ამოხსნა, არის თუ არა  ამის
მიზეზი  ამოცანის პირობის გაგება-გააზრების დეფიციტი,
რით შემიძლია დავეხმარო მათ.
აღნიშნულ კითხვებზე პასუხი დამეხმარა კვლევის წარმართვასა
და ინტერვენციების დაგეგმვაში.
        ფოკუს-ჯგუფი ჩავატარე ასევე მე-5 კლასის სხვა საგნების მასწავლებლებთან, კერძოდ ქართული ენის, ჩვენი საქართველოს, ბუნებისმეტყველების,ხელოვნების, მუსიკის პედაგოგებთან.მოხდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა, იდეების გაზიარება, პრობლემის გადაჭრის გზების დასახვა.ფოკუს -ჯგუფის მიზანი იყო გამეგო, უჭირთ თუ არა მოსწავლეებს წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება სხვა საგნებშიც; რა მიდგომებს იყენებენ მასწავლებლები მდგომარეობის გამოსასწორებლად,პედაგოგებთან შეხვედრის შემდეგ კვლავ შევაფასე პრობლემა, გავაანალიზე, რა შეიძლება იყოს  მისი გამომწვევი მიზეზები, როგორ გამოვიყენო კოლეგათა გამოცდილება, რა გავითვალისწინო  ინტერვენციათა დაგეგმვისას. 
         ანკეტირება- მოსწავლეების  ჩავატარე ორჯერ-  კვლევის დასაწყისში და ბოლოს.დასაწყისში მოსწავლეთა გამოკითხვის მიზანი იყო დამედგინა პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები; ბოლოს კი-გამეანალიზებინა რამდენად  მივაღწიე შედეგს. მშობლების გამოკითხვით უნდა გამეგო სახლში მოსწავლეები დამოუკიდებლად ასრულებდნენ დავალებას თუ  ითხოვდნენ დავალებას და თუ ითხოვდნენ დახმარებას,  რა სახის დავალებების შესრულება უჭირდათ.
         ფოკუსირებული ტესტირება.  ტესტირება ჩავატარე ორჯერ ინტერვენციებამდე  და ინტერვენციების შემდგომ. პირველი, ფოკუსირებული ტესტირების მიზანი იყო ტექსტური ამოცანების ამოხსნის კომპეტენციის დონის გადამოწმება და დადგენა.მსურდა გამერკვია რამდენადაა ან რა მხრივაა ეს უნარი მოსწავლეებში განუვითარებელი,მოსწავლეებს ერთსვლიანი ამოცანების აამოხსნაც უჭირთ, თუ მხოლოდ მრავალსვლიანი ამოცანების ამოხსნა ეძნელებათ.ტექსტის სიდიდეა მთავარი პრობლემა ამ მხრივ, თუ არითმეტიკულ მოქმედებატა გამოყენება. პოსტტესის მიზანი იყო, დამედგინა როგორ შედეგზე გავედი, რამდენად მივაღწიე შედეგს თუ არა.

                   
                 


     4.3.    კვლევის ვადები.
აქტივობები



თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი

საკვლევი თემის შერჩევა
ü   



კვლევის გეგმის შემუშავება

ü   



ლიტერატურის გაცნობა

ü   
ü   


მოსწავლეებზე დააკვირვება

ü   




კითხვარების შედგენა და დამუშავება
ü   




ფოკუსჯგუფების ორგანიზება


ü   


მშობლებისა და მოსწავლეების ანკეტირება


ü   

ü   
ფოკუსირებული დიაგნოსტიკური ტესტირება


ü   


მიღებული შედეგების დახარისხება და ანალიზი


ü   


სავარაუდო ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება



ü   
ü   
ინტერვენციების შეფასება





ü   
კვლევის ანგარიშის მომზადება და კოლეგებისთვის წარდგენა.




ü   


მოსწავლეთა გამოკითხვის ანალიზი
მოტივირებული მოსწავლეები
11
ნაკლებად მოტივირებული
5
არამოტივირებული მოსწავლე
1


                 

გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ მოსწავლეთა  მხოლოდ 65 %  (11 მოსწავლე არის მოტივირებული მათემატიკის გაკვეთილზე, ხოლო 29% (5 მოსწავლე) -ნაწილობრივ. მოტივირებული არაა 1 მოსწავლე  -6%


პოზიტიური
13
ნეიტრალური
4
ნეგატიური
0

მათემატიკის საგნის მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას ავლენს 13 მოსწავლე - გამოკითხულთა 76%.   ნაწილობრივ პოზიტიურადაა 24 % (4 მოსწ,).ნეგატიური დამოკიდებულება არც  ერთმა დააფიქსირა. 


დიახ
5
ზოგჯერ
8
ვერ ხსნის
4



დამოუკიდებლად ამოცანის ამოხსნა შეუძლია  მოსწავლეთა  29%  ( 5მოსწავლე)  ზოგჯერ ახერხებს 47%  (8 მოსწავლე ) ვერ ხსნის დამოუკიდებლად- 2 4%  (4 მოსწავლე)
ვერ ვიაზრებ ამოცანას
8
ვერ ვმიჯნავ პირობას და კითხვებს
4
მოქმედებებს ვერ ვარჩევ
5


ტექსტური ამოცანის ამოხსნისას სირთულის მიზეზად  ამოცანის პირობის  ვერ გააზრება დაასახელა მოსწავლეთა 47%-მა,  ამოცანის მოცემულობისა და კითხვის ვერ გამიჯნვა 24%. პირობის მიხედვით სქემის შედგენის პრობლემა აქვს მოსწავლეთა  29%-ს







 თავი   V

               კვლევის შედეგები.
           5.1.   მონაცემთა ანალიზი.
         აღწერითი დაკვირვების ანალიზის შედეგად დავინახე, რომ 3 მოსწავლე უინტერესოდ ერთვებოდა ამოცანების ამოხსნის პროცესში და ვერ პოულობდა მისი ამოხსნის გზას; 9 მოსწავლეს, მიუხედავად აქტიური ჩართულობისა,ვერ მიყავდა ამოცანის ამოხსნა ბოლომდე, ან მიდიოდა მცდარ პასუხამდე; მხოლოდ 5 მოსწავლე იყო ისეთი, რომლებიც გააზრებულ  არითმეტიკული მოქმედებების სწორი თანმიმდევრულობით ჩატარებით  გადიოდნენ  სწორ პასუხზე.  


             ფოკუს-ჯგუფი.მოსწავლეებში ფოკუს -ჯგუფის ანალიზმა დამანახა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა აცნობიერებს, რომ მათემატიკა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დისციპლინაა, მისი გამოყენება ხშირად საჭიროა ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად  და , რომ აქედან გამომდინარე, საჭიროა ამოცანების ამოხსნის უნარის ფლობა, თუმცა მათ ნაწილში ნაკლებადაა განვითარებული ეს კომპეტენცია და, შესაბამისი ჩარევის შემთხვევაში, იმედი აქვთ შეძლებენ ამ სირთულის დაძლევას.
        მასწავლებელთა  ფოკუს-ჯგუფის ანალიზიდან გაირკვა, რომ  V კლასის ბევრ მოსწავლეს უჭირს წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება და ანალიზი, რის გამოსასწორებლადაც მიმართავენ გააზრებული კითხვის სტრატეგიებს.
         სადიაგნოსტიკო ფოკუსირებული ტესტირება.
მოსწავლეებს ამოსახსნელად შევთავაზე შემდეგი  ამოცანები:
1.ხოჭო მიწიდან ხის დიდი ტოტის წვერამდე აბობღდა, მიწიდან ხის ტოტამდე მანძილია 5დმ,ტოტის ძირიდან ტოტის წვერამდე-4 დმ-ით მეტი. რა მანძილი გაუვლია ხოჭოს?
2.ხოჭო მიწაში ჩასობილ სარზე მიცოცავდა.მიწაში სარის ქვედა ბოლოდან 6 დმ-ით აცოცების შემდეგ ხოჭო მიწის ზედაპირზე აღმოჩნდა, შემდეგ ამდენივეთი ზევით აცოცების შემდეგ კი როკთან აღმოჩნდა.ამის შემდეგ ზედა წვერომდე კიდევ 7 დმ დარჩა.რა სიგრძის ყოფილა სარი?
3.მაგიდის სიგრძეა 6 დმ. ამ მაგიდის  მარცხენა კიდიდან კედლამდე 38დმ-ია.მათ შორის, მაგიდის კიდიდან 13დმ. მანძილზე დგას მოსწავლე. რა მანძილია მოსწავლესა და კედელს შორის?
4.სალომე 3  წლით უფროსია თავის ძმა სანდროზე.ნიკა 2 წლით უფრო უფროსია, ვიდრე მისი და ცირა. ნიკა  სალომეზე უმცროსია  4 წლით . რომელი უფროსია და რამდენი წლით-სანდრო თუ ცირა?                                            





    4ამოცანა
   3ამოცანა
   2ამოცანა
  1ამოცანა
     მოსწავლეთა ოდენობა, რომელთაც შეძლეს ამოცანის ამოხსნა
4
6
5
2


შეთავაზებული  4-ვე ამოცანა ამოხსნა მოსწავლეთა 25%-მა, 3 ამოცანა---37%-მა;  2 ამოცანა-31 %-მა, ხოლო 1 ამოცანა - 7 %-მა.
   










    5.2 კვლევის  მიგნებები.
შეგროვებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად კვლევის პროცესში გამოიკვეთა, რომ Vკლასის მოსწავლეებში  ტექსტური ამოცანების    ამოხსნის დაბალი ხარისხის განამაპირობებელი ფაქტორებია:
·        ამოცანის ტექსტის წაკითხვა გაუაზრებლად;
·        ამოცანის სტრუქტურის შეცნობის  დაბალი კომპეტენცია, ანუ მოცემულობისა და შეკითხვის ვერ გამიჯნვა;
·        საჭირო მათემატიკური მოდელის-სქემების შედგენის უნაარის დეფიციტი;
·        საძიებელი  სიდიდის  მოსაძებნად  თანმიმდევრული ბიჯების ვერ შესრულება.

           5.3   ინტერვენციები.
კვლევის შედეგებიდან გამომდინარე შევიმუშავე  ინტერვენციები, რომლებიც დამეხმარებოდა იდენტიფიცირებული პრობლემის აღმოფხვრაში:
·        მეთოდური ლიტერატურის გაცნობა;
·        აქტიური თანამშრომლობა კოლეგებთან და მშობლებთან;
·        კვირაში ერთხელ, საწრეო მუშაობის ფარგლებში, ტექსტურ ამოცანებზე მუშაობა;
·        მოსწავლეებისთვის გასააზრებელი ამოცანების ამოხსნისთვის საჭიროს ხვადასხვა სტრატეგიების გაცნობა;
·        მოსწავლეებზე დაკვირვება.

                   5.4    განხხორციელებული   ცვლილებები.
კვლევის მიზნის მისაღწევად  განვახორციელე შემდეგი ინტერვენციები:

           გავეცანი  მეთოდურ ლიტერატურას,კერძოდ საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის-G-PRIED-ის  სასწავლო -მეთოდოლოგიური რესურსების კრებულს, კერძოდ ნაშრომს   „რეაგირება მოსწავლეთა საჭიროებებზე ინტერვენცით. ეფექტური ინტერვენციის სახეობები და ხერხები ტექსტიანი ამოცანების ამოხსნის  სწავლებისთვის.“  ( kargiskolage)
            ასევე გავეცანი ანა ჯანელიძის ნაშრომს „მათემატიკური უნარები და სწავლისადმი განსხვავებული მიდგომები“, სადაც  მოცემულია მატემატიკური ამოცანების ამოხსნის სტრატეგიები. ( mastsavlebelige)
                შევხვდი მობლებს და პედაგოგებს, რომლებთაც გავაცანი დაგეგმილი ინტერვენციები,მათაც მომცეს რჩევები, მთლიანობაში დადებითად შეაფასეს დაგეგმილი ინტერვენციები და თანამშრომლობა  აღმითქვეს.
საწრეო მუშაობის დროს, რომელსაც  V კლასში კვირაში ერთხელ ვატარებ, ვახორციელებდი  ტექსტური ამოცანების ამოხსნის სხვადახვა სტრატეგიებს.ვცდილობდი აქცენტი გამეკეთებინა ამოცანის პირობის გაგება-გააზრებაზე, ვასწავლიდი  პირობისა და კითხვის გამიჯნვას,  ვზრუნავდი ამოცანის პირობის  სქემის, ნახაზის სახით წარმოდგენის უნარის განვითარებაზე.
გაკვეთილებზე  ვაკვირდებოდი მოსწავლეებს.

 თავი        VI
6.1 ინტერვენციის  შეფასების  მეთოდები.
             იმისათვის, რომ გამეგო, რა შედეგი გამოიღო განხორციელებულმა ინტერვენციებმა,  მივაღწიე თუ არა მიზანს, გამოვიყენე შემდეგი  მეთოდები: მოსწავლეებთან  ჩავატარე პოსტტესტირება,ინტერვიუ მასწავლებლებთან, მშობლების გამოკითხვა და  მოსწავლეთა გამოკითხვა.
          მოსწავლეთა ტესტირებისთვის  გამოვიყენე  იგივე ამოცანები, შეცვლილი რიცხვითი მონაცემებით, რათა იდენტურ ამოცანებზე შემემოწმებინა მოსწავლეთა პროგრესი.

6.2 ინტერვენციის შედეგები და მათი ანალიზი.
ჩემ მიერ განხორციელებულმა მონიტორინგისა და  ინტერვენციების  შედეგები საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ განხორციელებულმა ინტერვენციებმა დადებითი შედეგი გამოიღო.
განმეორებითი ტესტირების შედეგებმა აჩვენა, რომ  4 ამოცანა ამოხსნა 6-მა მოსწავლემ -35%,  3 ამოცანა - 7-მა მოსწავლემ  -41% ,  2 ამოცანა - 2 -მა  12%. მოსწავლემ,  1 ამოცანა- 2-მა -მოსწავლემ  - !2%.



4  ამოცანა
3 ამოცანა
2 ამოცანა
1 ამოცანა
მოსწავლეთა ოდენობა,რომელთაც ამოხსნეს ამოცანა

6
7
2
2








ტესტირებების შედარებითი ანალიზი
მოსწავლეთა  ოდენობა რომელთაც ამოხსნეს
4 ამოცანა
3 ამოცანა
2 ამოცანა
1       ამოცანა
ინტერვენციებამდე

4
6
5
2
ინტერვენციების შემდეგ
6
7
2
2


ანალიზმა აჩვენა, რომ იმ მოსწავლეების ოდენობა, რომელთაც ამოხსნეს ყველა ამოცანა,  გაიზარდა  50 %-ით,  ვინც  3 ამოცანის ამოხსნას გაართვა თავი-12%-ით. ამათ ხარჯზე შემცირდა იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომელთაც  2  და 1 ამოცანა ამოხსნეს. ეს ის არაქართულენოვანი მოსწავლეები არიან, რომლებიც ცუდად ფლობენ სახელმწიფო ენას. მოსწავლეთა გამოკითხვის  შედეგებშიც აისახა პროგრესი:





ინტერვენციების შემდგომი გამოკითხვის ანალიზი


1-ელ კითხვაზე -ფიქრობთ თუ არა, რომ გაიზარდა თუ არა თქვენი მოტივაცია  მათემატიკის გაკვეთილზე?                                      

მოსწავლეთა 59% - 10 მოსწავლე გასცა დადებითი პასუხი., ხოლო35% -  6 მოსწავლემ დააფიქსირა რომ ნაწილობრივ გაიზარდა,ხოლო 6% - 1 მოსწავლემ უარყოფითი პასუხი გასცა.

დიახ
10
ნაწილოვრივ
6
არა
1



მე-2 კითხვის-დადებითად შეიცვალა თუ არა თქვენი დამოკიდებულება მათემათიკის საგნის მიმართ?   

პოზიტიურად
15
ნაწილობრივ
2


    ასეთი შედეგები დაფიქსირდა: 15 -მა მოსწავლემ ,გამოკითხულთა 88 %-მა უპასუხა- პოზიტიურად,  ხოლო  2 მა- 12 % - ნაწილობრივ.

მე-3   კითხვა-როგორ ფიქრობთ,  უკეთესად  ახერხებთ თუ არა ტექსტური ამოცანების  ამოხსნას დამოუკიდებლად?

დიახ
8
ზოგჯერ
7
არა
2

დადებითი პასუხი გასცა მოსწავლეთა 47%-მა  (8 მოსწავლე);  ნაწილობრივ-უპასუხა 7-მა მოსწავლემ-41%. ხოლო 2-მა მოსწავლემ  (12% ) დააფიქსირა უარყოფითი პასუხი.
საბოლოო შედეგებით  წინა გამოკითხვის შედეგების შედარებით   მოსწავლეთა მოტივაცია გაიზარდა 5 %-ით,
მათემატიკის საგნის მიმართ დამოკიდებულება პოზიტიურად შეიცვალა 12%-ით,
ამოცანების დამოუკიდებლად ამოხსნის უნარის მაჩვენებელი კი- 18 %-ით.
მშობელთა გამოკითხვის ანალიზით გაირკვა, რომ მდგომარეობა, მათი შეფასებითაც,  გაუმჯობესდა.
1.თქვენი შვილი ბოლო დროს საშინაო დაავალების შესრულებისას უფრო მოტივირებულია ?
კითხვაზე დადებითი პასუხი გასცა  გამოკითხული 10 მშობლის  70 %-მა(7 მშობელი.  ), ნაწილობრივ გაიზარდა 30 % (3 მშობელი)                  2.გაიზარდა  თუ არა მის მიერ ტექსტური ამოცანების დამოუკიდებლად  ამოხსნის მაჩვენებელი?
დადებითი პასუხი გასცა 60 %-მა, უარყოფითი-40 %-მა
3.ტექსტური ამოცანების ამოხსნისას მოგმართავთ თუ არა დახმარებისთვის?
დიახ -უპასუსა მშობელთა  40%-მა
ზოგჯერ- 40%,     არასოდეს -20%
პირველი  და მეორე გამოკიხვის შედეგების ანალიზითაც  ირკვევა, რომ შედეგები უთუოდ გაუმჯობესდა.
    
                   6.3 რეკომენდაციები.
ჩემი  პედაგოგიური  პრაქტიკის კვლევის მანძილზეშეძენილმა გამოცდილებამ და შედეგების ანალიზმა დამანახა, რომ სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუჯობესებლად, კერძოდ, მოსწავლეებში ტექსტური ამოცანების გაგება-გააზრებისა და ამოხსნის უნარის განვითარებისთვის  სასურველია:
·        მასწავლებელმა გაკვეთილზე გამოიყენოს  ამოცანების ამოხსნის ისეთი სტრატეგიები, რომლებიც ამოცანის პირობის გაგება-გააზრებას შეუწყობს ხელს;
·        გაკვეთილებზე მასწავლებელმა გამოიყენოს მრავალეროვანი თვალსაჩინოებები;
·        აუცილებელია დიფერენცირებული მიდგომები მოსწავლეებთან;
·        საჭიროა  პროგრესის სისტემატიური მონიტორინგი;
·        გამოცდილების გაზიარება კოლეგებთან.;
·        მშობლებთან კომუნიკაცია.


   6.4   კვლევის     ნაკლოვანებები.

ჩემ  მიერ იდენტიფიცირებული  პრობლემა  საკმაოდ  მასშტაბურია და სცილდება არა მარტო  V კლასის,  არამედ დაწყებითი საფეხურის ფარგლებსაც, რის გამოც ვერ მოხერხდა რამდენიმე საკითხის განხილვა. კვლევის ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს ისაც,რომ  არ მქონდა კვლევის ჩატარების გამოცდილება; კვლევის პროცესში თავი იჩინა სხვა პრობლემებმა, რომლებიც საკვლევ საგანს უკავშირდებოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე ერთდროულად ბევრ საკითხზე მუშაობა. ერთ-ერთი ნაკლოვანება იყო ისა, რომ მცირე დროში მომიწია კვლევის  განხორციელება.
ვთვლი რომ კვლევა არ დასრულებულა და კვლავ გავაგრძელებ მუშაობას.
















    6.5.  ჩატარებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის რეფლექსია
           პედაგოგიური მოღვაწეობის მრავალწლიანმა გამოცდილებამ  ბევრი გამოწვევისა თუ პრობლემის წინაშე დამაყენა.  ერთ-ერთი მათგანია მოსწავლეებში ტექსტური ამოცანების გაგება-გააზრებისა და ამოხსნის უნარის დეფიციტი. ხშირად ხდება, რომ მოსწავლეები ასეთი ამოცანების ამოხსნისას მიდიან მცდარ პასუხამდე, მიუხედავად იმისა, რომ ფლობენ არითმეტიკული ოპერაციების ზუსტი და თანმიმდევრული  ჩატარების კომპეტენციას. როგორც სხვადასხვა სკოლების კოლეგებთან შეხვედრისას გაირკვა, ეს პრობლემა სცილდება ჩვენი სკოლის ფარგლებს.სწორედ ამიტომ ავირჩიე საკვლევ თემად აღნიშნული საკითხი.
           კვლევის მიზნად დავისახე, გამერკვია,  თუ რატომ უჭირთ მოსწავლეებს ტექსტური ამოცანების პირობის გაგება-გააზრება და , შესააბამისად, ამოხსნა;  დამედგინა მეთოდები და აქტივობები,რომელთა დახმარებითაც მოხერხდებოდა არსებული პრობლემის დაძლევა  გაკვეთილზე; შევძლებდი მოსწავლეებს დავხმარებოდი  ამოცანის პირობის გაგება-გააზრებისა და ამოცანის ამოხსნის უნარის განვითარებაში
სამიზნე ჯგუფად  ავირჩიე   ჩვენი სკოლის   V კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები დ ამ  კლასში შემსვლელი მასწავლებლები. მიზნის მისაღწევად  გამოვიყენე კვლევის როგორც თვისობრივი, ასევე რაოდენობრივი მეთოდები:  დაკვირვება, ფოკუს-ჯგუფი, მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობლეთა ანკეტირება, გამოკითხვა ინტერვენციებამდე და ინტერვენციების შემდეგ.კვლევა რომ ვალიდური ყოფილიყო ინტერვენციებამდე  ჩავტარე მოსწავლეთა სადიაგნოსტიკო ფოკუსირებული ტესტირება, სადაც მხოლოდ ტექსტური ამოცანები შედიოდა.
ინტერვენციების დაგეგმვამდე გავეცანი საჭირო მეთოდურ ლიტერატურას, რც დამეხმარა ინტერვენციების სწორად წარმართვაში. 
კვლევის პროცესში კვლევის მიმდინარეობის ნიუანსებს ვაცნობდი ჩემს კოლეგებს, რომლებიც ინტერესით ადევნებდნენ თვალს კვლევის მიმდინარეობას. მათგან ვღებულობდი კონსტრუქციულ უკუკავშირსაც და შენიშვნებსაც, ვპასუხობდი მათ კითხვებს. ზოგ მათგანს თავადაც გაუჩნდა კვლევის ჩატარების სურვილი, ზოგს  კი მძიმე რუტინაად მოეჩვენა და კატეგორიული  უარი განაცხადა კვლევის ჩატარებაზე. სკოლის დირექტორმა კი შემომთავაზა კვლევის ჩატარება სკოლის საჭიროებებზე.
         განხორციელებულ  ინტერვენციების შედეგების ანალიზზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ კვლევა მეტ-ნაკლებად წარმატებული იყო, შევძელი მოსწავლეებში სააზროვნო უნარების  გაუმჯობესება, რაც ტესტირების შედეგებიდანაც  გამოჩნდა და თავად მოსწავლეებმაც აღიარეს. 
        ჩემი კვლევის დადებითი მხარე ისაა, რომ გაიზარდა  მოსწავლეთა  პოზიტიური დამოკიდებულება მათემატიკის საგნის მიმართ, გაიზარდა  მათი მოტივაცია და აუმაღლდათ მოტივაცია, უკეთ დაინახეს თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეები. მე კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი პროფესიული ზრდისკენ, მეც  ასევე დავინახე მოსწავლეთა და ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები და საჭიროებები.
 კვლევის ანგარიში გავუზიარე ჩემს კოლეგებს, რაც აუცილებლად გამოაადგებათ პროფესიულ საქმიანობაში.
        კვლევის უარყოფით მხარედ მიმაჩნია ის, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფოკუსირებული ვიყავი ერთ საკითხზე, რის გამოც მეტ-ნაკლებად ყურადღება მოვადუნე  სხვა საკითხებზე.
კვლევა, რა თქმა უნდა,  არ დასრულებულა, კვლავ  განვახორციელებ, სისტემატიურ მონიტორინგს გავუწევ  მოსწავლეთა პროგრესს.
დასასრულ მაბლობა მინდა გადავუხადო კვლევის ყველა მონაწილეს თანამშრომლობისათვის.






























6.6 ბიბლიოგრაფია/ გამოყენებული ლიტერატურა.

1.ეროვნული სასწავლო გეგმა. 2011-2016https://www.mes.gov.ge/content.php?id=3923&lang=geo
2.განვითარებისა და სწავლების სტრატეგიები.
3 „მათემატიკური უნარები და სწავლების  განსხვავებული მიდგომების შეფასება. „
        4. მათემატიკური წიგნიერება-მასწავლებლის სახელმძღვანელო.                        ეკატერინე  კორძაძე  (თბილისი, 2012)
         5.რემედიაციის პროგრამა მე-3 კლასის მათემატიკაში. ტექსტიანი ამოცანების მიმართულება
6.“სასწავლო მეთოდოლოგიური რესურსების კრებული მათემატიკის სწავლებისთვის  I-IV კლასებში.“ საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი G-PRIED.  ( თბილისი, 2014)

7. „ტექსტიანი ამოცანების ამოხსნის სპეციფიკა.“ ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი.

8.“მოსწავლეთა საჭიროებები და მიზნები მათემატიკის სწავლების დროს“ ჟურნალი მასწავლებელი“ ( 3 მატრი, 2017წ.)
9.“როგორ ვაწარმოოთ პედაგოგიური კვლევები.“ ჟურნალი „მასწავლებელი’ ( 3 მაისი, 2012 წ.)
 
       10.   ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი http://ncp.ge/ge/curriculum/satesto-seqtsia/akhali-sastsavlo-gegmebi-2018-2024/datskebiti-safekhuri-i-vi-klasebi-damtkitsda-2016-tselshttps://www http://ncp.ge/files/ESG/2016-2021/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%20-%20%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98.pdf
11.“რაოდენობრივი  კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში“  წულაძე ლ. (თბილისი 2008)
          12. „თვისობრივი მეთოდები   სოციალურ კვლევაში“ ზურაბიშვილი თ. ( თბილისი , 2006წ.)












დანართი 1
კითხვარი      მოსწავლეებისთვის.
1.რამდენად მოტივივირებული ხარ მათემატიკის გაკვეთილზე?
ა) ვარ  მოტივირებული     
 ბ) ნაკლებად  ვარ მოტივირებული
გ) არ  ვარ მოტივირებული
2. როგორია თქვენი დამოკიდებულება მათემატიკის საგნის მიმართ? 
ა) პოზიტიური          ბ) ნეიტრალური         გ) ნეგატიური
3. ხსნით  თუ არა ტექსტურ  ამოცანებს   დამოუკიდებლად?
ა) კი                ბ) ზოგჯერ კი                ბ) არა
4.რა გიქმნით სირთულეს ტექსტური ამოცანების ამოხსნისას?
ა) ვერ ვიაზრებ ამოცანის პირობას
ბ) ვერ ვმიჯნავ ამოცანის მოცემულობასა და კითხვას
გ) ვერ ვადგენ პირობის მიხედვით სქემას
                            
დანართი 2.
                       მშობელთა გამოკითხვის ანკეტა.
მოსწავლე  ------------------------------------------------
მშობელი  -------------------------------------------------
     ვახორციელებ კვლევას ტექსტური ამოცანების გაგება-გააზრებისა და ამოხსნისთვის სჭირო უნარების განვითარების  შესახებ, ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ უპასუხოთ ქვემოთ მოცემულ კითხვებს.გაითვალისწინეთ, რომ კვლევის ჩატარების მიზანი მოსწავლეთა სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაა, ამიტომ მოგიწოდებთ, პასუხის გაცემისას იყოთ გულწრფელი.
1.      თქვენს შვილს უჭირს თუ არა საშინაო დავალების შესრულებისას ტექსტური ამოცანების ამოხსნა?
ა)  კი                             ბ)არა
2.      იმ შემთხვევაში თუ უჭირს, რა უძნელდება უფრო მეტად?
ა) პირობის წაკითხვა და გააზრება;
ბ)პირობას იაზრებს, მაგრამ ვერ უკავშირებს შესაბამის             მათემატიკურ მოქმედებას;
გ ) პირობას კარგად იაზრებს, მაგრამ უჭირს ანგარიში.
3.      ეხმარებით თუ არა ამოცანების ამოხსნაში?
ა) კი                                 ბ) არა
4.      დადებითი პასუხის შემთხვევაში აღნიშნეთ, რა ტიპის დახმარებას უწევთ:
ა) ვეხმარები ამოცანის პირობის გაგება-გააზრებაში;
ბ) პირობიდან ვუსვამ კითხვებს, რომლებიც მეხმარება დავადგინო რამდენად კარგად გაიგო ის.
გ) პირობის უკეთ გაგება-გააზრების მიზნით  ვეხმარები პირობის სქემატურ გამოსახვაში.
      5.ხომ არ გაქვთ  რაიმე სხვა მიდგომა, რომელიც უადვილებს თქვენს შვილს ტექსტური ამოცანის ამოხსნას?  -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------.

გმადლობთ თანამშრომლობისთვის.


      




დანართი 3.
  კითხვარი    მოსწავლეთათვის.
1.     ფიქრობთ თუ არა, რომ გაიზარდა თუ არა თქვენი მოტივაცია  მათემატიკის გაკვეთილზე?
       ა) კი              ბ) ნაწილობრივ            გ) არა    
დადებითად შეიცვალა თუ არა თქვენ
2.     ი დამოკიდებულება მათემათიკის საგნის მიმართ?
ა) კი       ბ) ნაწილობრივ      გ) არა
3.     როგორ ფიქრობთ,  უკეთესად  ახერხებთ თუ არა ტექსტური ამოცანების  ამოხსნას დამოუკიდებლად?
ა) კი                         ბ) არა

დანართი 4
      კითხვარი         მშობლებისთვის
1.თქვენი შვილი ბოლო დროს საშინაო დაავალების შესრულებისას უფრო მოტივირებულია ?
ა) კი              ბ) ნაწილობრივ          გ) არა
2.გაიზარდა  თუ არა მის მიერ ტექსტური ამოცანების დამოუკიდებლად  ამოხსნის მაჩვენებელი?
 ა)  კი                          ბ) არა        
3.ტექსტური ამოცანების ამოხსნისას მოგმართავთ თუ არა დახმარებისთვის?
ა)  კი            ბ) ზოგჯერ        გ) არასოდეს.